Accessibility links

logo-print

თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში უშედეგოდ დამთავრდა


თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში უშედეგოდ დამთავრდა ხუთი კასპიისზღვისპირა ქვეყნის ლიდერთა ორდღიანი სამიტი,

თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში უშედეგოდ დამთავრდა ხუთი კასპიისზღვისპირა ქვეყნის ლიდერთა ორდღიანი სამიტი,
რომლის მიზანი იყო შეთანხმების მიღწევა ზღვის რესურსების დანაწილების თაობაზე. როგორც სამიტის მასპინძელმა, თურქმენეთის პრეზიდენტმა საფარმურად ნიაზოვმა განაცხადა, შეხვედრის მონაწილეებმა ვერ მოახერხეს შეთანხმების გაფორმება კასპიის ზღვის იურიდიული სტატუსის შესახებ. ნიაზოვმა დასძინა, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად თურქმენეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ირანის პრეზიდენტები კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს. რუსეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი მოითხოვენ ზღვის რესურსების დანაწილებას იმის მიხედვით, თუ ვის რა სიგრძის სანაპირო ზოლი აქვს; ხოლო ირანი, რომლის სანაპირო ზოლი სხვებისაზე მოკლეა, მოითხოვს, რომ ზღვა დაიყოს თანაბარ ნაწილებად. თურქმენეთი ამ ორ პოზიციას შორის მერყეობს.
XS
SM
MD
LG