Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოკიოში დამთავრდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც


ტოკიოში დამთავრდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც ნარკოტიკების გავრცელებასთან ბრძოლის გზებზე იმსჯელეს.

ტოკიოში დამთავრდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც ნარკოტიკების გავრცელებასთან ბრძოლის გზებზე იმსჯელეს.
კონფერენციის მონაწილეებმა მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდეს, ნარკობიზნესთან ბრძოლაში დახმარება აღმოუჩინოს ავღანეთის ხელისუფლებას. ავღანეთი ოპიუმის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში. ფორუმს, რომელიც გაერომ და იაპონიამ მოაწყეს, იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რიუტარო ჰაშიმოტო თავმჯდომარეობდა. კონფერენციის მონაწილე 36 ქვეყანას შორის იყვნენ ავღანეთი, ჩინეთი, რუსეთი, აშშ, პაკისტანი და საფრანგეთი.
XS
SM
MD
LG