Accessibility links

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის თქმით, საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაცია მყიფეა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის თქმით, საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაცია მყიფეა
და ვაშინგტონი ყოველ ღონეს ხმარობს, რათა ამ ქვეყანას სტაბილურობის დამკვიდრებაში დაეხმაროს. სენატის საფინანსო კომიტეტის საგარეო ოპერაციების ქვეკომიტეტში გამოსვლისას პაუელმა აღნიშნა, რომ მასობრივი ინფორმაციის ზოგიერთ საშუალებაში გავრცელებული ცნობები, თითქოს შეერთებული შტატები საქართველოში თავისი ჯარის განთავსებას აპირებდეს, სინამდვილეს არ შეესაბამება. [კოლინ პაუელის ხმა] “ხალხს ეგონა, რომ ჩვენ რეგიონში შეერთებული შტატების ჯარის განთავსებას ვცდილობდით. მაგრამ ეს ასე არ არის. რის გაკეთებაც გვსურს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაწვრთნა გახლავთ; იმისთვის, რათა მათ უკეთ შეძლონ საშიშროებასთან გამკლავება იმ ხეობაში, რომელში შექნილი ვითარებაც სერიოზულად ართულებს საქართველო-რუსეთის ურთიერთობას და ჩეჩნეთის პრობლემატიკასაც უკავშირდება.” კოლინ პაუელმა დასძინა, რომ შეერთებულ შტატები წინააღმდეგია იმისა, რომ მის მიერ გაწვრთნილი ძალები საქართველომ აფხაზეთის კონფლიქტში გამოიყენოს. ეს კონფლიქტი მშვიდობიანად უნდა მოგვარდესო, დასძინა კოლინ პაუელმა.
XS
SM
MD
LG