Accessibility links

logo-print

დღეს მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის


დღეს მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ რამალაში ევროპის კავშირის მაღალი რანგის დელეგაციამ მოლაპარაკება გამართა პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელთან

დღეს მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ რამალაში ევროპის კავშირის მაღალი რანგის დელეგაციამ მოლაპარაკება გამართა პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელთან
იასირ არაფატთან. მოგვიანებით დელეგაციის წევრები იერუსალიმში შეხვდნენ ისრაელის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს შიმონ პერესსა და ბინიამინ ბენ-ელიეზერს. ამ შეხვედრების დეტალებზე ჯერჯერობით არაფერს იუწყებიან. დელეგაციას ხელმძღვანელობენ საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის კოორდინატორი ხავიერ სოლანა და კავშირის საგანგებო წარგზავნილი მიგელ ანხელ მორატინოსი. ამასობაში ისრაელსა და გაეროს შორის მწიფდება სერიოზული კონფლიქტი არიელ შარონის მთავრობის უარის გამო, გაეროს კომისია შეუშვას ქალაქ ჯენინში, სადაც, პალესტინელთა მტკიცებით, ისრაელის ჯარმა მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცა. ისრაელის განცხადებით, ჯენინში შესვლის ნებას იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში დართავს გაეროს კომისიას, თუ კომისიის შემადგენლობაში ტერორიზმთან ბრძოლის ექსპერტებიც შევლენ.
XS
SM
MD
LG