Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და აფხაზი სეპარატისტების წარმომადგენელთა

საქართველოსა და აფხაზი სეპარატისტების წარმომადგენელთა მოლაპარაკება, რომელსაც სოხუმში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ავთანდილ ჯორბენაძე და სეპარატისტთა პრემიერ-მინისტრი ანრი ჯერგენია უძღვებოდნენ, უშედეგოდ დამთავრდა.

როგორც ჯერგენიამ ჟურნალისტებს განუცხადა, "მხარეები არც ერთი ნაბიჯით არ წაწეულან წინ". მან მთავარ წინააღმდეგობად კოდორის ხეობის პრობლემა დაასახელა და აღნიშნა, რომ "ვიდრე საქართველო იქიდან თავის ქვედანაყოფებს არ გაიყვანს და ამას მონიტორინგი არ დაადასტურებს, აფხაზური მხარე არანაირ საკითხებს არ განიხილავს." როგორც საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსი" იუწყება, ერთადერთი საკითხი, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ, არის საკოორდინაციო საბჭოს უსაფრთხოების საკითხების სამუშაო ჯგუფის სხდომის გამართვა, რასაც დაჟინებით მოითხოვდა გაეროს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელი, დიტერ ბოდენი.
XS
SM
MD
LG