Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგში გაიმართა ევროპის საბჭოს გენერალური


სტრასბურგში გაიმართა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ვალტერ შვიმერის შეხვედრა ქართველ პარლამენტართა დელეგაციასთან.

სტრასბურგში გაიმართა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ვალტერ შვიმერის შეხვედრა ქართველ პარლამენტართა დელეგაციასთან.
როგორც შვიმერმა აღნიშნა, ევროპის საბჭოსათვის ყოველთვის იყო და იქნება პრიორიტეტული ამოცანა საქართველოსათვის, როგორც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის, დახმარების გაწევა პრობლემების გადაჭრაში. ქართულმა დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაში არიან ზურაბ ჟვანია, არმაზ ახვლედიანი, ელენე თევდორაძე, შვიმერს მიმართა თხოვნით, პირადად განიხილოს ბოლო ხანებში რუსეთის მიერ კოდორის ხეობაში განხორციელებული სამხედრო აგრესიის ფაქტი და მუდმივად ადევნოს თვალი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. როგორც საინფორმაციო სააგენტო ”კავკას-პრესი” იუწყება, საპასუხოდ შვიმერმა პირობა დადო, რომ უახლოეს მომავალში გამართავს კონსულტაციებს რუსეთის წარმომადგენლებთან.
XS
SM
MD
LG