Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰააგის სამხედრო ტრიბუნალს ნებაყოფლობით ჩაბარდა


ჰააგის სამხედრო ტრიბუნალს ნებაყოფლობით ჩაბარდა იუგოსლავიის არმიის ყოფილი სარდალი დრაგოლიუბ ოიდანიჩი.

ჰააგის სამხედრო ტრიბუნალს ნებაყოფლობით ჩაბარდა იუგოსლავიის არმიის ყოფილი სარდალი დრაგოლიუბ ოიდანიჩი.
იუწყებიან აგრეთვე, რომ ჩაბარებას აპირებს სამხედრო დანაშაულებში ეჭვმიტანილი კიდევ ხუთი პირი, რომლებიც იუგოსლავიაში იმალებიან. ამასთან, გაეროს სამხედრო ტრიბუნალის მთავარი ბრალ-მდებელი, კარლა დელ პონტე ფიქრობს, რომ ბალკანეთში ნატოს სარდლობაზე დაქვემდებარებულ მრავალეროვან ჯარებს მეტი ძალისხმევა მართებს ბოსნიელი სერბების ყოფილი ლიდერის, სამხედრო დანაშაულებში ბრალდებული რადოვან კარაჯიჩის შესაპყრობად. როგორც დელ პონტემ აღნიშნა, ის მოელის, რომ კარაჯიჩი ოქტომბრამდე ჰააგაში იქნება. დელ პონტემ ევროკავშირის ამჟამინდელ მორიგე თავმჯდომარე ქვეყანაში, ესპანეთში ვიზიტის დროს ისიც თქვა, რომ ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს ზეწოლა იუგოსლავიაზე, რათა ბელგრადმა ჰააგის ტრიბუნალს გადასცეს 90-იან წლების სამხედრო დანაშაულებში ეჭვმიტანილი პირები.
XS
SM
MD
LG