Accessibility links

logo-print

რუსეთის განცხადებით, მოკლეს ჩეჩენი მეამბოხეების


რუსეთის განცხადებით, მოკლეს ჩეჩენი მეამბოხეების ერთ-ერთი წამყვანი საველე მეთაური, ხატაბი.

რუსეთის განცხადებით, მოკლეს ჩეჩენი მეამბოხეების ერთ-ერთი წამყვანი საველე მეთაური, ხატაბი.
რუსეთის უშიშროების ფედერალური ბიუროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ხატაბი გასაიდუმლოებული ოპერაციის დროს გასულ თვეში მოკლეს. ამის შესახებ უშიშროების ფედერალური ბიუროს პრესმდივანმა, ალექსანდრ ზდანოვიჩმა გამოაცხადა. ხოლო როგორც ჩეჩნეთის საკითხებში კრემლის პრეს-მდივანმა, სერგეი იასტრჟემბსკიმ თქვა, [იასტრჟემბსკის ხმა] ”არსებობს დოკუმენტები, რომლებიც უშიშროების ფედერალური ბიუროსა და სხვა უწყებების სპეციალური ოპერაციის მსვლელობაში ხატაბის მოკვლას ადასტურებს". მაგრამ ჩეჩენი მეამბოხეების ერთ-ერთმა ლიდერმა, ახმედ ზაკაევმა ამ ცნობას ”სრული დეზინფორმაცია” უწოდა. მისი თქმით, ხატაბი ”თავს კარგად გრძნობს” და ”თავის პოსტზე იმყოფება”. დამოუკიდებელ წყაროებს არც ერთი ცნობა არ დაუდასტურებიათ.
XS
SM
MD
LG