Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის დროებითი მთავრობა შარშან დაპატიმრებული


ავღანეთის დროებითი მთავრობა შარშან დაპატიმრებული, თალიბანის მხარეზე მებრძოლი პაკისტანელების გათავისუფლებას აპირებს.

ავღანეთის დროებითი მთავრობა შარშან დაპატიმრებული, თალიბანის მხარეზე მებრძოლი პაკისტანელების გათავისუფლებას აპირებს.
პაკისტანის სამხედრო სატრანსპორტი თვითმფრინავი დღეს ჩაფრინდა ქაბულში, სადაც 30 პატიმარს ელოდება. მათ, ავღანეთის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელის, ჰამიდ კარზაის პრესმდივნის განცხადებით, მოგვიანებით გაათავისუფლებენ. ხოლო როგორც ქაბულში პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, აზიზ ხანმა აღნიშნა, მისი ინფორმაციით, პატიმრები არიან ”უდანაშაულო ადამიანები, ვისაც ან თავ-გზა აებნა, ან კიდევ შემთხვევით აღმოჩნდა იქ, სადაც ბრძოლებმა იფეთქა”.
XS
SM
MD
LG