Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება


სომხეთში სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, ქვეყნის წამყვანი დამოუკიდებელი ტელესადგურისათვის სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის შესახებ.

სომხეთში სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, ქვეყნის წამყვანი დამოუკიდებელი ტელესადგურისათვის სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის შესახებ.
პოპულარული არხი ”ა1-პლუსი”, რომელიც მთავრობისადმი კრიტიკული ტონით გამოირჩეოდა, 2 აპრილს იძულებული გახდა, მაუწყებლობა შეეწყვიტა მას შემდეგ, რაც დამარცხდა ტალღების სიხშირეზე გამოცხადებულ ტენდერში. ამ ფაქტმა სომხეთშიც და უცხოეთშიც შეშფოთება გამოიწვია, გარდა ამისა, ტელეარხის მაუწყებლობის შეწყვეტას ერევანში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის მიერ დანიშნულმა სახელმწიფო კომისიამ ტენდერში გამარჯვება მიანიჭა გასართობი პროგრამების კომპანიას, რომელსაც, როგორც ცნობებში აღნიშნავენ, მთავრობასთან მჭიდრო კონტაქტები აკავშირებს. ”ა1-პლუსი”-ს თანამშრომლები ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულად, აგრეთვე სომხეთის კანონების წინააღმდეგ მიმართულად მიიჩნევენ, რის გამოც სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. მაგრამ სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა.
XS
SM
MD
LG