Accessibility links

logo-print

ირანის პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ შუა


ირანის პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ შუა აზიაში უცხოელი ჯარისკაცების ყოფნას ”რეგიონის მოსახლეთა დამცირება” უწოდა.

ირანის პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ შუა აზიაში უცხოელი ჯარისკაცების ყოფნას ”რეგიონის მოსახლეთა დამცირება” უწოდა.
ხათამიმ გუშინ საღამოს ყაზახეთის ქალაქ ალმა-ათაში ჟურნალისტებს განუცხადა აგრეთვე, რომ შუა აზიაში უცხოელი სამხედროების ყოფნა ირანის შეშფოთებას იწვევს. ლაპარაკია საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის ჯარებზე, რომლებსაც შეერთებული შტატების სარდლობს და რომლებიც რამდენიმე თვეა განთავსებული უზბეკეთში, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში, მეზობელ ავღანეთში ოპერაციების განსახორციელებლად. იქვე ხათამიმ ტერორიზმის ყველაზე სახიფათო ფორმად მოიხსენია ”სახელმწიფო ტერორიზმი”, რომელიც- მისი თქმით- ამჟამად პალესტინელების წინააღმდეგ ისრაელის მოქმედებით გამოიხატება. ხათამი ალმა-ათაში ყაზახეთის პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევს შეხვდა და მასთან ერთად ხელი მოაწერა ორი სახელმწიფოს მეგობრული ურთიერთობების შესახებ დეკლარაციას.
XS
SM
MD
LG