Accessibility links

დღეს კოსმოსს რიგით მეორე ტურისტი


დღეს კოსმოსს რიგით მეორე ტურისტი მოევლინა.

დღეს კოსმოსს რიგით მეორე ტურისტი მოევლინა.
სამხრეთაფრიკელი მარკ შატლვორთი რუსეთის კოსმოსური რაკეტით ”სოიუზ” საერთაშორისო კოსმოსური სადგურისაკენ გაეშურა. 28 წლის სამხრეთაფრიკელ მულტიმილიონერთან ერთად რაკეტაში იმყოფებიან რუსი იური გიზდენკო და იტალიელი რობერტო ვიტორი. მათ კოსმოსურ სადგურზე ერთი რუსი და ორი ამერიკელი ასტრონავტი დახვდებიან. შატელვორთამდე, რომელსაც ბავშვობის ოცნების ასრულება 20 მილიონი დოლარის დაუჯდა, კოსმოსში ტურისტად ნამყოფი იყო ერთადერთი ადამიანი - ამერიკელი მულტიმილიონერი დენის ტიტო. შატელვორთი დედამიწაზე 11 დღეში, 5 მაისს დაბრუნდება.
XS
SM
MD
LG