Accessibility links

logo-print

ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი განიხილავს


ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი განიხილავს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე პალესტინელთა ლიდერ იასირ არაფატის იზოლაციისათვის ბოლოს მოღების შესაძლებლობას.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი განიხილავს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე პალესტინელთა ლიდერ იასირ არაფატის იზოლაციისათვის ბოლოს მოღების შესაძლებლობას.
როგორც დღეს შარონის თანაშემწემ, დანი აიალონმა გამოაცხადა, არაფატს შესაძლოა მისცენ რამალის ალყაშემორტყმული შტაბბინიდან ღაზაში გამგზავრების უფლება. აიალონის თქმით, ამ ნაბიჯით არაფატს მიეცემა შესაძლებლობა, აღკვეთოს ღაზის სექტორში გასამხედროებული დაჯგუფებების მოქმედება და დაამტკიცოს, რომ სერიოლუზად ეკიდება ტერორიმზთან ბრძოლას.
მაგრამ პალესტინელთა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, საებ ერეკატმა ეს გეგმა მოიხსენია ისრაელის ხრიკად, რომლითაც გამიზნულია დასავლეთი ნაპირის სრულად გაკონტროლება.
XS
SM
MD
LG