Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუგოსლავიაში შეიქმნა ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალთან


იუგოსლავიაში შეიქმნა ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალთან თანამშრომლობის ეროვნული საბჭო.

იუგოსლავიაში შეიქმნა ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალთან თანამშრომლობის ეროვნული საბჭო.
საბჭოს სათავეში ჩაუდგა საგარეო საქმეთა მინისტრი გორან სვილანოვიჩი. ახალი ორგანო შეიქმნა გაეროს ტრიბუნალთან თანამშრომლობის თაობაზე ახლახან მიღებული კანონის შესაბამისად. ტრიბუნალის მიერ სამხედრო დამნაშავეებად მიჩნეული 23 ადამიანიდან პირველი, იუგოსლავიის გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი დრაგომირ ოიდანიჩი ხუთშაბათს ნებაყოფლობით ჩავიდა ჰააგაში სასამართლოში გამოსაცხადებლად. კიდევ 5 ბრალდებული აპირებს ტრიბუნალში გამოცხადებას უახლოესი ორი კვირის მანძილზე. დღეს ოიდანიჩმა სასამართლოში თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა. მას 1998-99 წლებში კოსოვოში ალბანელების წინააღმდეგ ტერორსა და ძალადობაში ედება ბრალი.
XS
SM
MD
LG