Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეჰმეტ ალი აგჯა, რომელმაც 1981


მეჰმეტ ალი აგჯა, რომელმაც 1981 წელს პაპ იოანე პავლე მეორეზე თავდასხმა განახორციელა და ამისათვის სასჯელს იხდის თურქეთში, შეიძლება ციხიდან გამოვიდეს.

მეჰმეტ ალი აგჯა, რომელმაც 1981 წელს პაპ იოანე პავლე მეორეზე თავდასხმა განახორციელა და ამისათვის სასჯელს იხდის თურქეთში, შეიძლება ციხიდან გამოვიდეს.
ოთხშაბათს თურქეთის პარლამენტის მიერ ამნისტიის შესახებ მიღებული კანონის თანახმად, გათავისუფლდება ხუთი ათასამდე პატიმარი. მათ შორის შეიძლება აგჯაც მოხვდეს. თურქეთის ულტრამემარჯვენე დაჯგუფება ”რუხი მგლების” აქტივისტს, მეჰმეტ ალი აგჯას იტალიაში 19 წლით პატიმრობა მიესაჯა. 2000 წლის ივნისში იგი შეიწყალეს და თურქეთის ხელისუფლებას გადასცეს. თურქეთის სასამართლომ აგჯას 36 წლით პატიმრობა მიუსაჯა სტამბულში 1979 წელს ორი შეიარაღებული ძარცვისთვის.
XS
SM
MD
LG