Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არგენტინის პრეზიდენტმა ედუარდო დუალდემ ეკონომიკის


არგენტინის პრეზიდენტმა ედუარდო დუალდემ ეკონომიკის ახალი – უკანასკნელი თორმეტი თვის მანძილზე მექვსე – მინისტრი დანიშნა.

არგენტინის პრეზიდენტმა ედუარდო დუალდემ ეკონომიკის ახალი – უკანასკნელი თორმეტი თვის მანძილზე მექვსე – მინისტრი დანიშნა.
საბაზრო რეფორმების მომხრე რობერტო ლავანიამ შეცვალა სამშაბათს გადამდგარი ხორხე რემეს ლენიკოვი მას მერე, რაც არგენტინის ეკონომიკის გაჯანსაღებისკენ მიმართულ ზომებს, რომელთა გატარების წინადადებით გამოვიდა ლენიკოვი, პროტესტებით შეხვდნენ. ამასთან, უშედეგოდ დასრულდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებები სასწრაფო კრედიტის გამოყოფის თაობაზე. დღეს არგენტინაში ერთკვირიანი შესვენების შემდეგ მუშაობა განაახლეს ბანკებმა და ფულის გადასაცვლელმა პუნქტებმა.
XS
SM
MD
LG