Accessibility links

logo-print

დღეს შეერთებული შტატებისა და რუსეთის


დღეს შეერთებული შტატებისა და რუსეთის ხელისუფლებათა წარმომადგენლებმა კვლავ განაცხადეს,

დღეს შეერთებული შტატებისა და რუსეთის ხელისუფლებათა წარმომადგენლებმა კვლავ განაცხადეს,
რომ ერთობლივად იმუშავებენ ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის ავღანეთში. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ რიჩარდ არმიტიჯმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვიაჩესლავ ტრუბნიკოვმა ერთობლივ განცხადებაში თქვეს, რომ ორ მხარეს უსაფრთხოების გაძლიერება სურს ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში. განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს ცენტრალურ აზიაში მუდმივი სამხედრო ბაზების შექმნას. მხარეებმა განიხილეს ამერიკელ სამხედროთა მიერ საქართველოს ჯარების წვრთნის საკითხიც. აღინიშნა, რომ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოგვარება მხოლოდ პოლიტიკური მეთოდებით არის შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG