Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალის წარმომადგენელმა მათიას


გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალის წარმომადგენელმა მათიას ჰელმანმა დღეს მოითხოვა,

გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალის წარმომადგენელმა მათიას ჰელმანმა დღეს მოითხოვა,
რომ ყველა ის პირი, ვისაც ყოფილ იუგოსლავიაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულის ბრალდება აქვს წაყენებული, დაუყოვნებლივ ჩაბარდეს ტრიბუნალს. მათიას ჰელმანმა სერბიის ქალაქ ნოვი სადში განაცხადა ეს. მან თქვა, რომ ტრიბუნალი არ ცნობს სამხედრო დანაშაულში ეჭვმიტანილი პირების, მათ შორის სერბიის პრეზიდენტის, მილან მილუტინოვიჩის იმუნიტეტს. სერბიის მთავრობა აცხადებს, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე, როცა მისი პრეზიდენტობის ვადა ამოიწურება, არ შეიძლება მილან მილუტინოვიჩის დაპატიმრება და სამართალში მიცემა. მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მილუტინოვიჩის დაუყოვნებლივი დაპატიმრების შემთხვევაში სერბიაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მოწყობა გახდება საჭირო.
XS
SM
MD
LG