Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრეზიდენტმა აჰმედ ნეჯდეთ სეზერმა


თურქეთის პრეზიდენტმა აჰმედ ნეჯდეთ სეზერმა ვეტო დაადო დღეს კანონს ამნისტიის შესახებ, რომელიც ხუთშაბათს მიიღო თურქეთის პარლამენტმა.

თურქეთის პრეზიდენტმა აჰმედ ნეჯდეთ სეზერმა ვეტო დაადო დღეს კანონს ამნისტიის შესახებ, რომელიც ხუთშაბათს მიიღო თურქეთის პარლამენტმა.
ამ კანონის თანახმად ამნისტია შეეხება 5000 პატიმარს, რომელთა შორის შესალოა აღმოჩნდეს თურქი ტერორისტი მეჰმედ ალი აღჯა, რომელმაც რომის პაპზე იოანე პავლე მეორეზე შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა 1981 წელს. თურქეთის პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა ამ დოკუმენტს, ვინაიდან მას დეპუტატთა 60 პროცენტზე ნაკლებმა დაუჭირა მხარი. აჰმედ ნეჯდეთ სეზერს მიაჩნია ამასთანავე, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ამნისტიით განთავისუფლებასთან დაკავშირებით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული პატიმართა ყოფა-ქცევა ციხეში. კანონი პარლამენტს დაუბრუნდა ხელახლა განსახილველად. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტის შენიშვნები არ იქნება გათვალისწინებული, სეზერს შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს თხოვნით ამ კანონის გაუქმების შესახებ.
XS
SM
MD
LG