Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ქაბულში მოლაპარაკება გაიმართა შეერთებული


დღეს ქაბულში მოლაპარაკება გაიმართა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრს დონალდ რამსფელდსა და ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმმძღვანელს ჰამიდ კარზაის შორის.

დღეს ქაბულში მოლაპარაკება გაიმართა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრს დონალდ რამსფელდსა და ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმმძღვანელს ჰამიდ კარზაის შორის.
რამსფელდმა თქვა, რომ თალიბებისა და ”ალ-ყაიდის” ტერორისტები კვლავაც რჩებიან ავღანეთში და რომ მრავალეროვანი სამშვიდობო ძალები არ შეწყვეტენ მათს დევნას. ”შეუძლებელია ჩემის აზრით ავღანეთის საზღვრების მთლიანად ჩაკეტვა. სამაგიეროდ შესაძლებელია თალიბებისა და ”ალ-ყაიდის” მებრძოლთა ადგილსამყოფების მიკვლევა და მათი განადგურება”-დასძინა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა. ჰამიდ კარზაიმ ასევე გამოთქვა რწმენა, რომ შეერთებული შტატების თაოსნობით შექმნილი კოალიციური ძალები და მათი ავღანელი მოკავშირეები შესძლებენ ამ ქვეყნის ტერიტორიიდან ტერორისტების განდევნას. რამსფელდი ქაბულში ჩავიდა ყირგიზეთიდან, სადაც ამ რესპუბლიკის პრეზიდენტს ასკარ აყაევსა და მთავრობის სხვა წევრებს შეხვედა.
XS
SM
MD
LG