Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრასნოიარსკის მხარეში შვეულმფრენის ავარიის შედეგად


კრასნოიარსკის მხარეში შვეულმფრენის ავარიის შედეგად დაიღუპა ალექსანდრ ლებედი – კრასნოიარსკის გუბერნატორი, ავღანეთის ომის ვეტერანი და რუსეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი.

კრასნოიარსკის მხარეში შვეულმფრენის ავარიის შედეგად დაიღუპა ალექსანდრ ლებედი – კრასნოიარსკის გუბერნატორი, ავღანეთის ომის ვეტერანი და რუსეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი.
შვეულმფრენის შეჯახებამ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზთან 52 წლის ლებედის გარდა კიდევ 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ავარია, როგორც ჩანს, უამინდობამ გამოიწვია. შვეულმფრენში მყოფი კიდევ 13 ადამიანი მძიმედ დაშავდა და ადგილობრივ საავადმყოფოშია მოთავსებული. ავარიის ადგილს მიაშურა რუსეთის საგანგებო მდგომარეობათა მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, რომელსაც გამოძიების გაძღოლა ევალება. შოიგუს თქმით: [შოგუს ხმა] ”პირველ ცნობებში, რომელთა შემოწმება მოგვიწევს, ნათქვამია, რომ შვეულმფრენის შეჯახება მაღალი ძაბვის ელექტროხაზებთან გამოიწვია უამინდობამ. ამის შედეგი გახდა ტრაგედია.” ლებედის დაღუპვას რუსეთის ხელმძღვანელობის მრავალი წარმომადგენლის გამომხმაურება მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გააგზავნა სამძიმრის ტელეგრამა - მასში ლებედი მოხსენიებულია ძლიერ და მამაც ადამიანად, რომელიც მთელი ცხოვრება სამშობლოს ემსახურებოდა.
XS
SM
MD
LG