Accessibility links

logo-print

აშშ-ს პრეზიდენტმა ხუთშაბათს ხელი მოაწერა


აშშ-ს პრეზიდენტმა ხუთშაბათს ხელი მოაწერა განაკარგულებას საქართველოში ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების საქმიანობის დაწყების შესახებ.

აშშ-ს პრეზიდენტმა ხუთშაბათს ხელი მოაწერა განაკარგულებას საქართველოში ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების საქმიანობის დაწყების შესახებ.
ეს პროგრამა ითვალისწინებს ამერიკელი ექსპერტების მიერ საქართველოში ანტიტერორისტული ქვედანაყოფების მომზადებას. როგორც საქართველოს ტელევიზიას პარლამენტის ფრაქცია ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა, ვაშინგტონში მყოფმა დავით გამყრელიძემ უთხრა, უახლოეს დღეებში თბილისში ამერიკელი ინსტრუქტორების პირველი ჯგუფი ჩავა. ეს ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო ”კავკას-პრესთან” საუბარში დაადასტურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გელა ბეჟუაშვილმა, რომლის თქმით ამერიკელთა თბილისში ჩასვლის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.
XS
SM
MD
LG