Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დღეს


აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დღეს მიესალმა ისრაელის გადაწყვეტილებას, ალყა მოხსნას პალესტინელების ლიდერ იასირ არაფატის რამალის ოფისს.

აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში დღეს მიესალმა ისრაელის გადაწყვეტილებას, ალყა მოხსნას პალესტინელების ლიდერ იასირ არაფატის რამალის ოფისს.
თეთრი სახლის განცხადებას წინ უსწრებდა ისრაელის რადიოს მიერ გავრცელებული ცნობა, რომლის თანახმად ისრაელის მთავრობა დათანხმდა შეერთებული შტატების ინიციატივას, არაფატის ოფისში მყოფი 6 ეჭვმიტანილის სამეთვალყურეოდ ამერიკელი და ბრიტანელი უშიშროების ექსპერტების გაგზავნის შესახებ. 6 მამაკაცს შარშან ისრაელის მთავრობის წევრის მკვლელობაში ადანაშაულებენ.
დღესვე გავრცელდა ცნობა, ჯენინის ბანაკზე ისრაელის თავდასხმის გამოსაძიებლად იქ გაეროს დელეგაციის ჩასვლის გადადების თაობაზე. ისრაელის მთავრობის განცხადებით, გაეროს დელეგაციის მოქმედების პირობები უკეთეს განმარტებას საჭიროებს. გაეროს მისია ამ დღეებში უნდა დაწყებულიყო. იუწყებიან აგრეთვე, რომ ისრაელის ჯარისკაცებმა ქალაქ ჰებრონის მახლობლად, სამხედრო-საკონტროლო პუნქტთან ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს პალესტინელი მამაკაცი.
XS
SM
MD
LG