Accessibility links

logo-print

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში პრეზიდენტ ნურსულთან


ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევისა და აშშ-ს თავდაცვის მინისტრ დონალდ რამსფელდის შეხვედრა გაიმართა.

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევისა და აშშ-ს თავდაცვის მინისტრ დონალდ რამსფელდის შეხვედრა გაიმართა.
მოლაპარაკების შემდეგ, რომლის თემებს აშშ-ს ანტიტერორისტული კამპანიაც მიეკუთვნებოდა, ყაზახეთის თავდაცვის მინისტრმა, მუხთარ ალტინბაევმა გამოაცხადა, რომ ყაზახეთი ანტიტერორისტული კოალიციის ძალებს აძლევს ალმა-ათის, შიმკენტისა და ლუგოვაიას აეროდრომებით სარეგბლობის უფლებას. კოალიციის ძალები უკვე იყენებენ აეროდრომებს ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში. რამსფელდი ყაზახეთში ჩავიდა თურქმენეთიდან, სადაც დღეს შეხვდა პრეზიდენტ საფარმურატ ნიაზოვს. მხარეებმა განიხილეს საზღვრების უშიშროების, აგრეთვე ნატოს ”სამშვიდობო პარტნიორობის პროგრამაში” თურქმენეთის მონაწილეობის საკითხები. რეგიონში მოგზაურობისას რამსფელდი მანამდე ეწვია ავღანეთსა და ყირგიზეთს. ხვალ ის რუსეთში გაფრინდება.
XS
SM
MD
LG