Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ერაყში პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის


დღეს ერაყში პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის დაბადების დღე აღნიშნეს.

დღეს ერაყში პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის დაბადების დღე აღნიშნეს.
მას 65 წელი შეუსრულდა. ბაღდადის ქუჩებში ორგანიზებულ საზეიმო სვლაში მონაწილეობდა ათასობით ერაყელი, რომელთაც ხელში სადამის სურათები და ერაყის დროშები ეჭირათ. ხოლო სადამის მშობლიურ ქალაქ ტიკრიტში მოცეკვავე გოგონები გამოვიდნენ: ისინი ერაყისა და პალესტინის დროშებს აფრიალებდნენ. ასეთი ზეიმი 1985 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად იმართება და მთავრობის მიერ არის ორგანიზებული.
XS
SM
MD
LG