Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ედუარდ შევარდნაძე გაემგზავრა თურქეთში


დღეს ედუარდ შევარდნაძე გაემგზავრა თურქეთში, სადაც დაიწყო მასპინიძელი ქვეყნის, საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების ორდღიანი სამიტი.

დღეს ედუარდ შევარდნაძე გაემგზავრა თურქეთში, სადაც დაიწყო მასპინიძელი ქვეყნის, საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების ორდღიანი სამიტი.
ხვალ სამიტის მონაწილეები ქალაქ ტრაპიზონში ხელს მოაწერენ შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. დოკუმენტი ითვალისწინებს ამ ქვეყნების თანამშრომლობას ტერორიზმთან, ორგანიზებულ დანაშაულთან და იარაღის კონტრაბანდასთან ბრძოლაში. გარდა ამისა, აჰმედ ნეჯდეთ სეზერი, ედუარდ შევარდნაძე და ჰეიდარ ალიევი იმსჯელებენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე. დღევანდელ შეხვედრაზე ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ მილსადენის უსაფრთხოებაზე სამივე ქვეყანამ ერთად უნდა იზრუნოს.
XS
SM
MD
LG