Accessibility links

logo-print

25 აპრილს თბილისში მომხდარი ექვსბალიანი


25 აპრილს თბილისში მომხდარი ექვსბალიანი მიწისძვრის შედეგად სახელმწიფო ხაზინის შენობა იმდენად სერიოზულად დაზიანდა, რომ მისი შემდგომი ექსპლუატაცია დაუშვებელია.

25 აპრილს თბილისში მომხდარი ექვსბალიანი მიწისძვრის შედეგად სახელმწიფო ხაზინის შენობა იმდენად სერიოზულად დაზიანდა, რომ მისი შემდგომი ექსპლუატაცია დაუშვებელია.
მშენებლობისა და ურბანიზაციის მინისტრ მერაბ ჩხენკელზე დაყრდნობით, ამის შესახებ პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება. ჩხენკელის თქმით, მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებულ შენობებს შორის არის პრეზიდენტის კრწანისის რეზიდენცია, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ოპერისა და ბალეტის თეატრი, სამხატვრო აკადემია და სხვა. დაუზუსტებელი მონაცემებით, სულ 10 ათასამდე შენობა დაზიანდა. ზარალმა, შესაძლოა, 100 მილიონ დოლარს მიაღწიოს.
მიწისძვრის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG