Accessibility links

logo-print

ისრაელის ათობით ტანკი და სხვა


ისრაელის ათობით ტანკი და სხვა სახის ჯავშნოსანი ტექნიკა დღეს დილით მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ ჰებრონში შევიდა.

ისრაელის ათობით ტანკი და სხვა სახის ჯავშნოსანი ტექნიკა დღეს დილით მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ ჰებრონში შევიდა.
სამხედრო შვეულმფრენებმა რამდენიმე იერიში მიიტანეს პალესტინელთა უშიშროების სამსახურის ობიექტებზე. დაიღუპა, სულ ცოტა, ცხრა, ხოლო დაიჭრა 30-ზე მეტი ადამიანი. დაპატიმრებულ იქნა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 17 პალესტინელი. მათ შორის არიან ექსტრემისტული დაჯგუფებების – “ალ აქსას წამუბულთა ბრიგადებისა” და “ჰამასის” ლიდერები და წევრები. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, გიდეონ მეირის განცხადებით, ამ ზომების მიღება აუცილებელია ტერორიზმის ამოსაძირკვად. [გიდეონ მეირის ხმა] “ისრაელს სხვა გზა არ რჩებოდა გარდა იმისა, რომ შესულიყო ჰებრონში და მიეღო ზომები ტერორისტების, ტერორიზმის იმ ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რომელსაც ჰებრონში ფესვები აქვს გადგმული.” გუშინ ისრაელმა მიიღო შეერთებული შტატების გეგმა, რომლის თანახმად ალყა უნდა მოეხსნას პალესტინელთა ლიდერის იასირ არაფატის შტაბ-ბინას ქალაქ რამალაში. არაფატს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემენ იმ ექვსი პირის დაპატიმრების სანაცვლოდ, რომლებიც თავს აფარებენ მის რეზიდენციას. მათ შორის არიან ისრაელის ტურიზმის მინისტრის რეჰავემ ზევის მკვლელები. გეგმის მიხედვით, დაპატიმრებულებს პალესტინელთა ციხეში მოათავსებენ, მაგრამ მათი ყარაულობა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებს დაევალებათ.
XS
SM
MD
LG