Accessibility links

logo-print

თურქეთი ექვსი თვით გადაიბარებს ავღანეთში


თურქეთი ექვსი თვით გადაიბარებს ავღანეთში მოქმედი უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების სარდლობას,

თურქეთი ექვსი თვით გადაიბარებს ავღანეთში მოქმედი უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების სარდლობას,
რომელსაც ჯერჯერობით დიდი ბრიტანეთი ახორციელებს. ეს გადაწყვეტილება დღეს მოიწონა თურქეთის მთავრობამ. უფლებამოსილების გადაცემის თარიღი ცნობილი არ არის. იგი უნდა შეათანხმონ გაეროს წარმომადგენლებთან დიდი ბრიტანეთისა და თურქეთის სამხედრო ხელმძღვანელთა შეხვედრაზე. შარშანდელი დეკემბრიდან ქაბულში განთავსებულია 18 ქვეყნის 4500 სამხედრო მოსამსახურე, რომელთა შორის 300-მდე თურქი ჯარისკაციც არის. დღეს ავღანეთის ქალაქ ყანდაარში ჩავიდა კანადის სამხედრო ექსპერტთა ჯგუფი, რომელმაც ამ ორი კვირის წინათ მომხდარი ინციდენტის მიზეზები უნდა გამოიძიოს. მაშინ აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავიდან ჩამოგდებულმა ბომბმა 12 კანადელი ჯარისკაცი მოკლა.
XS
SM
MD
LG