Accessibility links

logo-print

მოსკოვში გაიმართა რუსეთისა და ერაყის


მოსკოვში გაიმართა რუსეთისა და ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრების იგორ ივანოვისა და ნაჯი საბრის შეხვედრა.

მოსკოვში გაიმართა რუსეთისა და ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრების იგორ ივანოვისა და ნაჯი საბრის შეხვედრა.
მინისტრებმა ერაყის გარშემო შექმნილი დაძაბულობის განმუხტვის გზებზე იმსჯელეს. ივანოვმა განაცხადა, რომ ერაყის პრობლემა პოლიტიკური გზით უნდა მოგვარდეს და რომ მოსკოვი დაინტერესებულია ბაღდადთან ურთიერთობის განვითარებით. დღესვე ივანოვი შეხვდა ერაყის განიარაღების საკითხებზე, გაეროს ეგიდით მომუშავე კომისიის თავმჯდომარეს ჰანს ბლიქსს. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ერაყში განიარაღების ექსპერტთა დაბრუნება მომავალში შესაძლებელს გახდიდა ბაღდადის წინააღმდეგ 1991 წელს შემოღებული ეკონომიკური სანქციების გაუქმებას.
XS
SM
MD
LG