Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის მთავრობა კვლავაც უარს ამბობს

ისრაელის მთავრობა კვლავაც უარს ამბობს გაეროს მისიის მიღებაზე, რომელსაც პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკ ჯენინში ამას წინათ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოიძიება აქვს დავალებული.

დღევანდელი სხდომის დამთავრების შემდეგ ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ უარს ამბობს გაეროს მისიასთან დანამშრომლობაზე, ვინაიდან მთავრობის კაბინეტის მიერ წამოყენებული პირობები არ შესრულდა. არიელ შარონის მთავრობა მიიჩნევს, რომ გაეროს მისიის წევრებს თავიდანვე ანტიისრაელური პოზიცია უკავიათ, და ამდენად, მათი საანგარიშო მოხსენება ჯენინში განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შესახებ არ იქნება ობიექტური. პალესტინელები აცხადებენ, რომ ისრაელმა სამხედროებმა ასობით ლტოლვილი მოკლეს ჯენინში. ისრაელი ამტკიცებს, რომ ოპერაციის დროს მოკლულ იქნა რამდენიმე ათეული პალესტინელი, რომელთა უმრავლესობას ტერორისტები შეადგენდნენ.გაეროს მისია ჯერ კიდევ გასულ შაბათს უნდა ჩასულიყო ჯენინში.
XS
SM
MD
LG