Accessibility links

logo-print

ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაკმა განაცხადა


ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაკმა განაცხადა, რომ ვინაიდან დაპირება ახლო აღმოსავლეთში სამართლიანი მშვიდობის დამყარებისა, დაპირებადვე დარჩა,

ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაკმა განაცხადა, რომ ვინაიდან დაპირება ახლო აღმოსავლეთში სამართლიანი მშვიდობის დამყარებისა, დაპირებადვე დარჩა,
არაბებსა და მუსულმანებს შესაძლოა დაეკარგოთ ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე საერთაშორისო ომისადმი რწმენა. ეროვნული ტელეხედვით გამოსვლისას მუბარაკმა თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა და მსოფლიოს სხვა ლიდერებმა არ შეასრულეს პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსებისა და ისრაელის მიერ ოკუპირებული არაბული მიწების დაბრუნების თაობაზე გაკეთებული დაპირება. მუბარაკმა განაცხადა აგრეთვე, რომ საერთაშორისო ომი ტერორიზმის წინააღმდეგ ისრაელის პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იქნა გამოყენებული არაბული და მუსულმანური ქვეყნების საზიანოდ. მისივე თქმით, ანტიტერორისტული კამპანია იმისკენაა მიმართული, რომ ბოლო მოუღოს პალესტინელთა "კანონიერ" ბრძოლას ისრაელისმიერი ოკუპაციის წინააღმდეგ. ჰოსნი მუბარაკის თქმით, "ალოგიკური"
და "უსამართლოა", როცა ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი პალესტინელ მებრძოლებს ადარებს იმ ტერორისტებს, რომლებმაც შეერთებულ შტატებზე განახორციელეს 11 სექტემბერს თავდასხმა.
XS
SM
MD
LG