Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააგენტო ”ტანიუგის” ცნობით, ხუთშაბათს გაეროს


სააგენტო ”ტანიუგის” ცნობით, ხუთშაბათს გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალს ჰააგაში ჩაბარდება კიდევ ორი პირი,

სააგენტო ”ტანიუგის” ცნობით, ხუთშაბათს გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალს ჰააგაში ჩაბარდება კიდევ ორი პირი,
რომლებსაც ყოფილ იუგოსლავიაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულის ბრალდებები აქვთ წაყენებული. ტრიბუნალის წინაშე წარსდგებიან: ნიკოლა შაინოვიჩი, რომელიც იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის მრჩეველი იყო ეროვნული უშიშროების საკითხებში, და ბოსნიელი სერბი მომჩილო გრუბანი, რომელიც ბოსნიაში სამოქალაქო ომის დროს მცველად მსახურობდა საკონცენტრაციო ბანაკ ომარსკაში, სადაც ბოსნიელი მუსულმანები ჰყავდათ დატყვევებული. ტრიბუნალს მიაჩნია, რომ შაინოვიჩმა, იუგოსლავიის სამ სხვა ლიდერთან ერთად, კოსოვოელ ალბანელთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის უნდა აგოს პასუხი. სულ ჰააგის ტრიბუნალმა 23 სერბს წაუყენა 90-იანი წლების ბალკანეთის ომებში ჩადენილი სამხედრო დანაშაულის ბრალდება. ამათგან მხოლოდ ექვსმა გამოთქვა მზადყოფნა საკუთარის ნებით წარსდგეს ტრიბუნალის წინაშე.
XS
SM
MD
LG