Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკული პროგრამის ”წვრთნა და შეიარაღების”


ამერიკული პროგრამის ”წვრთნა და შეიარაღების” დაწყება, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებს მოამზადებს

ამერიკული პროგრამის ”წვრთნა და შეიარაღების” დაწყება, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებს მოამზადებს
მიუთითებს იმაზე ,რომ ”საქართველო შედგა, როგორც სახელმწიფო”- უთხრა ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა დევით თევზაძემ. მან დაადასტურა, რომ დღეს დილით საქართველოში ჩავიდა აშშ-ს შეიარაღებული ძალების ლოჯისტიკის სამსახურის ჯგუფი, რომელიც ქართული არმიის ინფრასტრუქტურას შეისწავლის, რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრამა, რომელზეც ამდენს ლაპარაკობდნენ ”ჩვენი მეგობრები და მტრები”, უკვე დაიწყო. ”მე ოფიციალურად შემიძლია განვაცხადო, რომ მათი ჩამოსვლა ნიშნავს პროგრამის რეალურად დაწყებას, რომელიც აშშ-სა და საქართველოს ანტიტერორისტულ თანამშრომლობას გულისხმობს”-დასძინა თავდაცვის მინისტრმა.
XS
SM
MD
LG