Accessibility links

logo-print

ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის უფროსმა ჰამიდ


ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის უფროსმა ჰამიდ კარზაიმ მძაფრად დაგმო ურთიერთმოქიშპე ფრაქციებს შორის ქალაქ გარდეზში საომარ მოქმედებათა განახლება

ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის უფროსმა ჰამიდ კარზაიმ მძაფრად დაგმო ურთიერთმოქიშპე ფრაქციებს შორის ქალაქ გარდეზში საომარ მოქმედებათა განახლება
ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში კარზაიმ დაუშვებელი უწოდა იმ ფაქტს, რომ გასული კვირის ბოლოს ქალები და ბავშვები დაიხოცნენ პაქტიის პროვინციის დედაქალაქში. [ჰამიდ კარზაის ხმა] ”გარდეზში მომხდარ უკანასკნელ ინციდენტს არა აქვს არანაირი გამართლება. ბარბაროსობამ – მამაკაცები, ქალები და ბავშვები შეიწირა. ამდენად გადავწყვიტე ბოლო მოვუღო ყოველგვარ ძალადობას ავღანეთში და განსაკუთრებით გარდეზში და ვუზრუნველვყო მოსახლეობის მშვიდი ცხოვრება”. ჰამიდ კარზიამ განაცხადა აგრეთვე, რომ დახმარების თხოვნით მიმართა შეერთებული შტატების მთავრობას, რათა ავღანეთში ბოლო მოეღოს ძალადობას ურთიერთოქიშპე შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის.
XS
SM
MD
LG