Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა ლიდერმა დღეს დატოვა რამალის


პალესტინელთა ლიდერმა დღეს დატოვა რამალის ოფისი, რომელსაც თვეზე მეტი ხანი ისრაელის ჯარების ალყა ერტყა.

პალესტინელთა ლიდერმა დღეს დატოვა რამალის ოფისი, რომელსაც თვეზე მეტი ხანი ისრაელის ჯარების ალყა ერტყა.
იასირ არაფატმა მთელი დღე რამალაში დანგრეული შენობების დათვალიერებას დაუთმო და მკაცრად გააკრიტიკა ისრაელის მთავრობა. იუწყებიან აგრეთვე, რომ არაფატმა თავისი 34-დღიანი შინაპატიმრობა და პალესტინელთა ტერიტორიებზე ისრაელის ჯარების შეჭრა ნაცისტების ნამოქმედარს შეადარა: [არაფატის ხმა] ”ეს არის საერთაშორისო, დიდი დანაშაული. ეს არის ისრაელის ამ არმიისა და მთავრობის სუფთა ნაცისტური მოქმედების ამსახველი სურათი”. ისრაელის ჯარები რამალიდან წუხელ გავიდნენ, რასაც ითვალისწინებდა აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, რომლის კიდევ ერთი პუნქტის შესაბამისად, 6 პალესტინელი ეჭვმიტანილი, ისრაელის მოთხოვნით, გადაიყვანეს იერიქოს ციხეში, სადაც მათ ამერიკელი და ბრიტანელი მცველები ეყოლებათ. არაფატს ახლა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირიდან გამგზავრების უფლება აქვს, მაგრამ ისრაელი აცხადებს, რომ არაფატს ემიგრაციაში დარჩენას აიძულებს, თუ მისი უცხოეთში ყოფნის დროს პალესტინელების მხრივ ძალადობა იმატებს. გასამხედროებული ისლამური დაჯგუფება ჰამასის წარმომადგენელი, აბდელ აზიზ ალ რანტისი უკვე დაიმუქრა, რომ ჰამასი ისრაელის წინააღმდეგ მორიგ თავდასხმებს გეგმავს. ხოლო ბეთლეემიდან მოსული ცნობებით, ისრაელის ჯარმა მოკლა 1 და დაჭრა 2 მამაკაცი, რომლებიც ქრისტეშობის ეკლესიიდან იარაღით ხელში გამოვიდნენ. ორივე დაჭრილი ისევ დაბრუნდა ეკლესიაში - მას 2 აპრილიდან თავს აფარებს დაახლოებით 200 პალესტინელი. ბეთლეემის გუბერნატორ მოჰამედ ალ მადანის ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი პალესტინელთა უშიშროების ძალების წევრი იყო. ხუთშაბათსვე, ოღონდ უფრო ადრე, ქრისტეშობის ეკლესიის გარშემო ხანძარი გაჩნდა, რომელმაც მიმდებარე შენობებში რამდენიმე ოთახი დააზიანა, მაგრამ არ დაზიანებულა თვით ეკლესია, რომელიც ლეგენდარულ ქრისტეშობის ადგილას მე-4 საუკუნეშია აგებული.
XS
SM
MD
LG