Accessibility links

logo-print

ევროკომისიამ სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით


ევროკომისიამ სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ისრაელმა ჯენინის ბანაკში მომხდარის გამოსაძიებლად იქ გაეროს დელეგაციის ჩასვლა დააბრკოლა.

ევროკომისიამ სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ისრაელმა ჯენინის ბანაკში მომხდარის გამოსაძიებლად იქ გაეროს დელეგაციის ჩასვლა დააბრკოლა.
ევროკომისიის პოზიცია დღეს გამოხატა კომისიის პრესმდივანმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, გუნარ ვიგანდმა: [ვიგანდის ხმა] ”დასანანია, რომ გაეროს ფაქტების შემსწავლელი მისია, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭომ შეადგინა, ვერ იწყებს მუშაობას, რახან ერთი მხარის მიერ მოთხოვნილმა პირობებმა გაეროს გენერალური მდივანი მიიყვანა დასკვნამდე, რომ მისია თავის საქმეს სათანადოდ ვერ გააკეთებს. ეს ძალიან დასანანია”. იქვე ვიგანდმა გაიმეორა ევროკომისიის პრეზიდენტ რომანო პროდის 2 დღის წინანდელი განცხადება, რომ ისრაელის უარი გაეროს დელეგაციის მიერ ჯენინში მომხდარის გამოძიებაზე ”მიუღებელია”.
XS
SM
MD
LG