Accessibility links

გასული წლის მანძილზე სამსახურეობრივი მოვალეობების


გასული წლის მანძილზე სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას 31 ჟურნალისტი დაიღუპა,

გასული წლის მანძილზე სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას 31 ჟურნალისტი დაიღუპა,
ხოლო 100-ზე მეტი ჟურნალისტი – წლის მიწურულის მაჩვენებლებით – დაპატიმრებული იყო. ამის შესახებ დღეს გავრცელებულ ყოველწლიურ საანგარიშო მოხსენებაში იუწყება პარიზში დაფუძნებული ორგანიზაცია ”რეპორტიორები უსაზღვრებოდ”, რომელიც აღნიშნავს, რომ გასული წლის მანძილზე, წინა წელთან შედარებით, გახშირდა ჟურნალისტებზე თავდასხმისა და მათი დაპატიმრების შემთხვევები. როგორც ორგანიზაციის ანგარიშში ვკითხულობთ, პრესის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების სიმკაცრით გამოირჩეოდნენ ერთპარტიული რეჟიმის მქონე ქვეყნები, მათ შორის ჩინეთი, სირია და ერაყი, აგრეთვე მონარქიები, როგორიც არის საუდის არაბეთი და სამხედრო დიქტატურები, მაგალითად ბირმა. საანგარიშო მოხსენების ავტორები დაასკვნიან, რომ მსოფლიო მოსახლეობის თითქმის მესამედი ცხოვრობს ქვეყნებში, რომლებშიც პრესა თავისუფალი არ არის. დასავლეთის ქვეყნებიდან ორგანიზაცია აკრიტიკებს შეერთებულ შტატებსა და კანადას, რახან იქ ზოგჯერ ხელს უშლიან ჟურნალისტების მიერ ამათუიმ ინფორმაციის გამოქვეყნებას. გარდა ამისა, ჟურნალისტების დაკავების შემთხვევების გამო გაკრიტიკებული არიან საფრანგეთი და გერმანია. დღესვე მასმედიის საერთაშორისო ფორუმზე მანილაში აღნიშნეს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, თუ სახელმწიფო უშიშროების ინტერესები არ ამართლებს ჟურნალისტების უფლებების შეზღუდვას.
XS
SM
MD
LG