Accessibility links

ლატვიის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც


ლატვიის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო კანონების ლიბერალიზაციას.

ლატვიის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო კანონების ლიბერალიზაციას.
პარლამენტის წევრებიდან 73 მიემხრო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისაგან ლატვიური ენის ფლობის მოთხოვნის ამოღებას. ამ სიახლის წინააღმდეგი იყო 16 პარლამენტარი. კანონპროექტის მეორე, დასკვნითი მოსმენა 9 მაისს გაიმართება. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში ეთნიკურ რუსებს, რომლებიც ლატვიურს არ ფლობენ, არჩევნებში თავიანთი კანდიდატურების წამოყენების უფლება ეძლევათ, ოღონდ მათ, თანამდებობაზე არჩევის შემდეგ, ენის შესწავლა ევალებათ. გუშინ პარლამენტი მიემხრო კონსტიტუციურ ცვლილებებს, რომლებიც ლატვიურს - პარლამენტისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ენად განამტკიცებს. ყველა ამ ცვლილებით გამიზნულია ლატვიის ნატოში გაწევრიანების წინაპირობების შესრულება.
XS
SM
MD
LG