Accessibility links

logo-print

აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტებმა დღეს


აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტებმა დღეს დილას ტელეფონით ისაუბრეს ტერორის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებულ საკითხებზე.

აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტებმა დღეს დილას ტელეფონით ისაუბრეს ტერორის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ამის შესახებ გამოაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა არი ფლაიშერმა, რომლის თქმით პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა საქართველოს მადლობა გადაუხადა ანტიტერორისტულ ძალისხმევაში შეტანილი წვლილისათვის. თავის მხრივ, პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მიესალმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას, რომელსაც შეერთებული შტატები საქართველოს უწევს.
XS
SM
MD
LG