Accessibility links

logo-print

რუსეთის ფედერალური ჯარების წარმომადგენელ პოლკოვნიკ


რუსეთის ფედერალური ჯარების წარმომადგენელ პოლკოვნიკ ილია შაბალკინის განცხადებით, ჩეჩნეთში მეამბოხეების თავდასხმების შედეგად სულ ცოტა 5 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.

რუსეთის ფედერალური ჯარების წარმომადგენელ პოლკოვნიკ ილია შაბალკინის განცხადებით, ჩეჩნეთში მეამბოხეების თავდასხმების შედეგად სულ ცოტა 5 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.
იუწყებიან აგრეთვე, რომ ფედერალური ჯარები განაგრძობდნენ მეამბოხეთა პოზიციებად მიჩნეული ობიექტების დაბომბვას ჩეჩნეთის სხვადასხვა კუთხეში და ასევე განაგრძობდნენ ე.წ. ”წმენდის” ოპერაციებს, რომელთა მსვლელობაში ბოლო დღე-ღამის მანძილზე 80 ადამიანი შეიპყრეს. ამასობაში რუსეთის მასმედიის მიერ გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა მეამბოხეთა შინაგან საქმეთა მინისტრი აიდამირ აბალაიევი მოკლეს. ამ ინფორმაციით, აბალაიევს გუშინ საფარიდან დაესხნენ თავს და მის გარდა კიდევ ორი მეამბოხე მოკლეს.
XS
SM
MD
LG