Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოფი ანანის განცხადებას გაეროს მიერ


კოფი ანანის განცხადებას გაეროს მიერ ჯენინის მოვლენების გამოსაძიებლად შექმნილი დელეგაციის შესაძლო დაშლის შესახებ, ფართო გამოხმაურება მოჰყვა.

კოფი ანანის განცხადებას გაეროს მიერ ჯენინის მოვლენების გამოსაძიებლად შექმნილი დელეგაციის შესაძლო დაშლის შესახებ, ფართო გამოხმაურება მოჰყვა.
პალესტინელების ინფორმაციის მინისტრმა, იასერ აბედ რაბომ ამ გადაწყვეტილებას ”გაეროსა და მისი უშიშროების საბჭოს ისტორიის შავი ლაქა” უწოდა. რაბოს თქმით, გაერო დამაჯერებლობას კარგავს ამ ნაბიჯით, რომლის მიზეზი ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში გაეროს დელეგაციის ჩასვლაზე ისრაელის უარი გახდა. გაეროს გადაწყვეტილება დაგმეს აგრეთვე ლიბანის პრეზიდენტმა ემილ ლაჰუდმა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქამალ ხარაზიმ. ხარაზის სიტყვებით, გადაწყვეტილება გაეროს ”არაკომპეტენტურობაზე” მეტყველებს. ხოლო საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ფრანსუა რივასომ აღნიშნა, რომ საფრანგეთი დამწუხრებულია გაეროს გადაწყვეტილებით, მაგრამ გაგებით ეკიდება ამ ნაბიჯს, ვინაიდან ის – რივასოს თქმით- ისრაელის ”დამაბრკოლებელი ტაქტიკის” შედეგია. გაეროს უშიშროების საბჭო ცოტა ხანში განაახლებს დისკუსიას დელეგაციის დაშლის შესახებ კოფი ანანის გადაწყვეტილებაზე საპასუხო ნაბიჯის შესათანხმებლად. ჯენინზე საუბრისას საქმე ეხება პალესტინელი ლტოლვილების ბანაკს, რომელშიც (პალესტინელების მხარის განცხადებით) ისრაელმა გასულ თვეში ხოცვა-ჟლეტა მოაწყო. ისრაელი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ განახორციელა ლეგიტიმური ანტიტერორისტული ოპერაცია, რომელიც მიმართული იყო შეიარაღებული მეამბოხეების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG