Accessibility links

logo-print

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპის


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპის კავშირმა ვერ მოახერხეს ვაჭრობის სფეროში არსებული უთანხმოების მოგვარება.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპის კავშირმა ვერ მოახერხეს ვაჭრობის სფეროში არსებული უთანხმოების მოგვარება.
ვაშინგტონში დამთავრებულ მოლაპარაკებებზე შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და ევროპის კავშირის ხელმძღვანელთა შეხვედრაზე კერძოდ განიხილებოდა შეერთებული შტატების ხელისუფლების ამასწინანდელი გადაწყვეტილება ფოლადის იმპორტზე ტარიფების მკვეთრი გაზრდის თაობაზე. ევროპის კავშირს მიაჩნია, რომ ეს ზიანს აყენებს ევროპის ეკონომიკურ ინტერესებს და დაიმუქრა, რომ საპასუხო ზომებს მიმართავს. ორივე მხარემ განაცხადა, რომ დავის გადასაწყვეტად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ნორმებით იხელმძღვანელებენ. ამასთან, შეერთებულმა შტატებმაც და ევროპის კავშირმაც ხაზგასმით აღნიშნეს, რომ განაგრძობენ თანამშრომლობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოგვარების გზების ძიებაში.
XS
SM
MD
LG