Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ვილნიუსში ევროპის საბჭოს წევრმა


დღეს ვილნიუსში ევროპის საბჭოს წევრმა 36-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა სიკვდილით დასჯის ამკრძალავი კონვენციის დამატებას.

დღეს ვილნიუსში ევროპის საბჭოს წევრმა 36-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა სიკვდილით დასჯის ამკრძალავი კონვენციის დამატებას.
დოკუმენტის თანახმად, რომელმაც უკვე მიიღო ვილნიუსის ოქმის სახელი, სასჯელის უმაღლესი ზომა ომის დროსაც კი გამოირიცხება. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ვალტერ შვიმერის სიტყვებით, ეს დოკუმენტი, რომლის მოქმედება ვრცელდება ევროპის 800 მილიონი ადამიანით დასახლებულ ტერიტორიაზე, შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც მომავალი მსოფლიო შეთანხმების პირველსახე. ოქმს ხელი მოაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმაც. საქართველოში სიკვდილით დასჯა 1999 წელს აიკრძალა.
XS
SM
MD
LG