Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მხარე მზადყოფნას გამოთქვამს უზრუნველყოს


რუსეთის მხარე მზადყოფნას გამოთქვამს უზრუნველყოს საერთაშორისო მეთვალყურეთა და ქართველი ინსპექტორების უსაფრთხოება გუდაუთის სამხედრო ბაზის შემოწმებისას.

რუსეთის მხარე მზადყოფნას გამოთქვამს უზრუნველყოს საერთაშორისო მეთვალყურეთა და ქართველი ინსპექტორების უსაფრთხოება გუდაუთის სამხედრო ბაზის შემოწმებისას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა კახა სიხარულიძემ პარასკევს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ აღნიშნული პოზიცია რუსეთის მხარემ 25-26 აპრილს მოსკოვში სამხედრო საკითხებზე საქართველოსა და რუსეთის ექსპერტების შეხვედრაზე დააფიქსირა. კახა სიხარულიძის თქმით, რუსეთის ოფიციალური განცხადება პოზიტიურია და იგი შეიძლება შუალედურ შეთანხმებად ჩაითვალოს საბოლოო თანხმობის მიღწევამდე, რომელიც ინსპექტირების დაწყების კონკრეტული ვადების დაზუსტებას გულისხმობს. ეუთოს 1999 წლის სტამბულის სამიტის გადაწყვეტილებათა შესაბამისად, რუსეთმა გუდაუთის ბაზა გასული წლის ბოლოს გამოაცხადა ლიკვიდირებულად. თუმცა ქართული მხარე რუსეთის მიერ ვალდებულებათა შესრულებას ეჭვს ქვეშ აყენებს და ამ ბაზის საერთაშორისო ინსპექტირებას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG