Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ორი პალესტინელი და ერთი


დღეს ორი პალესტინელი და ერთი ისრაელი ჯარისკაცი იქნა მოკლული ისრაელის არმიის მოკლე რეიდის დროს მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ ნაბლუსში.

დღეს ორი პალესტინელი და ერთი ისრაელი ჯარისკაცი იქნა მოკლული ისრაელის არმიის მოკლე რეიდის დროს მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ ნაბლუსში.
არმიის თანახმად, მან 15 ადამიანი დააპატიმრა რეიდის მსვლელობისას. მოკლულ პალესტინელთაგან ერთ-ერთი პოლიციელი იყო, მეორე – ორგანიზაცია ”ჰამასის” მებრძოლი. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველმა სამართლის საკითხებში, დანიელ ტაუბმა განაცხადა, რომ ჯარები ნაბლუსში შევიდნენ იმის გამო, რომ იქ პალესტინელთა ხელისუფლება არ ებრძოდა ტერორიზმს. [ტაუბის ხმა] ”ისრაელმა სამხედრო ოპერაცია ჩაატარა ნაბლუსში, კონკრეტული ოპერაცია კონკრეტული ტერორისტული სამიზნეების წინააღმდეგ. ისრაელს სულაც არ სურს იქ ყოფნა. ნაბლუსში ტერორისტებს პალესტინის ხელისუფლება უნდა ებრძოდეს. ეს მათ ივალდებულეს ტერიტორიების მიღების სანაცვლოდ”, განაცხადა ტაუბმა. წუხელ ისრაელის ჯარები შევიდნენ აგრეთვე ქალაქ კალკილიის მახლობლად მდებარე სოფელ ბიდიაში და ქალაქ ჰებრონის მახლობლად მდებარე სოფელ დურაში. დღესვე პალესტინელთა ლიდერი იასირ არაფატი მიესალმა ახლო აღმოსავლეთის კრიზისთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების შესაძლებლობას შეერთებული შტატების, რუსეთის, გაეროსა და ევროპის კავშირის მონაწილეობით.
XS
SM
MD
LG