Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გაეროს მიერ დაფუძნებული იუგოსლავიის


დღეს გაეროს მიერ დაფუძნებული იუგოსლავიის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის წინაშე, ჰააგაში, გამოცხადდა კოსოვოს პრეზიდენტი იბრაჰიმ რუგოვა.

დღეს გაეროს მიერ დაფუძნებული იუგოსლავიის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის წინაშე, ჰააგაში, გამოცხადდა კოსოვოს პრეზიდენტი იბრაჰიმ რუგოვა.
მან ჩვენებები მისცა იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის საქმესთან დაკავშირებით. მისი თქმით, ბელგრადს მყარად ჰქონდა გადაწყვეტილი კოსოვოს განადგურება ძალადობისა და ომის მეშვეობით. მან გაიხსენა 1998 წელს გამართული შეხვედრა, რომელზეც მილოშევიჩმა კოსოვოს წინააღმდეგ იერიში ტერორიზმის წინააღმდეგ კამპანიით ახსნა. რუგოვამ თქვა: [რუგოვას ხმა] ”ჩვენ განვაცხადეთ, რომ კოსოვოში ცუდი ვითარებაა და რომ იქ ხშირია ძალადობა და რეპრესიები. მილოშეიჩმა, რა თქმა უნდა, გაამართლა ეს და თქვა, რომ სახელმწიფომ პასუხი უნდა გასცეს ტერორისტების ჯფგუფებს. მე ვახსენე აგრეთვე დამოუკიდებლობის საკითხიც.” რუგოვა 1990-იან წლებში უძღვებოდა კოსოვოელი ალბანელების პასიურ წინააღმდეგობას სერბი უმრავლესობის მიმართ და მარტში პროვინციის პარლამენტის მიერ კოსოვოს პრეზიდენტად იქნა არჩეული.
XS
SM
MD
LG