Accessibility links

logo-print

ისრაელმა სნაიპერმა დღეს ბეთლემში მოკლა


ისრაელმა სნაიპერმა დღეს ბეთლემში მოკლა პალესტინელი პოლიციელი, რომელიც ისრაელის ჯარის მიერ ალყაში მოქცეულ ქრისტესშობის ტაძარში იმყოფებოდა

ისრაელმა სნაიპერმა დღეს ბეთლემში მოკლა პალესტინელი პოლიციელი, რომელიც ისრაელის ჯარის მიერ ალყაში მოქცეულ ქრისტესშობის ტაძარში იმყოფებოდა
პალესტინელებსა და ისრაელის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის მიმდინარე მოლაპარაკების დროს. ტაძარში მყოფმა შვედმა აქტივისტმა ერიკ ალგერსმა, ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პოლიციელი იმიტომ გარდაიცვალა, რომ დაყოვნდა მისი ევაკუაცია [ერიკ ალგერსის ხმა]: ”მღვდლებმა თხოვნით მიმართეს ისრაელის ოფიციალურ წარმომადგენლებს, რომ მიეცათ მათთვის უფლება გამოეყვანათ ტაძრიდან დაჭრილი, მაგრამ საუბარი კარგა ხანს გაგრძელდა და პოლიციელი სისხლისგან დაცალა”-დასძინა ერიკ ალგერსმა. დღეს დილით, ისრაელის ჯარმა ხანმოკლე რეიდი განახორციელა ქალაქ ტულკარმში, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, მაგრამ არავინ დაუპატიმრებია და არც ბრძოლა მომხდარა. ღაზის სექტორში ისრაელმა სამხედროებმა პალესტინელი პოლიციელი მოკლეს. გაეროში, გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა განაცხადა, რომ საერთაშორისო კონფერენციის მოწყობის წინადადება კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობას აძლევს ისრაელსა და პალესტინელებს. კონფერენციის მოწყობის თაობაზე პალესტინელთა ავტონომიის ლიდერი იასირ არაფატი ევროკავშირის 15-კაციან დელეგაციას ეთათბირა დღეს რამალაში. ჯერჯერობით არ ყოფილა გამოცხადებული სად და როდის გაიმართება ხსენებული კონფერენცია.
XS
SM
MD
LG