Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა,

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა,
რომ ბირთვული შეიარაღების ორმხრივი შემცირების თაობაზე შეთანხმების მოსამზადებლად 14-16 მაისს გააგრძელებს მოლაპარაკებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იგორ ივანოვთან. შეხვედრა ნატოს მორიგი სესიის მსვლელობისას გაიმართება ისლანდიის დედაქალქ რეიკიავიკში. პრესკონფერენციაზე ვაშინგტონში, პაუელმა აღნიშნა, რომ მხარეებს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი აქვთ ჯერაც შესათანხმებელი. პარაკევს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გამოთქვა იმედი, რომ უმაღლესი დონის შეხვედრაზე, მოსკოვში, ამ თვის ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ერთად შესაბამის ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.
XS
SM
MD
LG