Accessibility links

logo-print

ნიგერიის სამგზავრო თვითმფრინავი ქალაქ კანოს


ნიგერიის სამგზავრო თვითმფრინავი ქალაქ კანოს მჭიდროდ დასახლებულ რაიონში ჩამოვარდა დღეს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში,

ნიგერიის სამგზავრო თვითმფრინავი ქალაქ კანოს მჭიდროდ დასახლებულ რაიონში ჩამოვარდა დღეს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში,
რის შედეგად სულ ცოტა 116 ადამიანი, მათ შორის 69 მგზავრი, ეკიპაჟის შვიდივე წევრი და მიწაზე მყოფი 40 ადამიანი დაიღუპა. დედაქალაქ ლაგოსში მიმავალი ორძრავიანი თვითმფრინავი კანოს აეროპორტიდან აფრენისთანავე ჩამოვარდა. თვითმფრინავი ნიგერიის კერძო ავიაკომპანია ”ეასს” ეკუთვნოდა. სულ ქვეყნის ადგილობრივ რეისებს შვიდი კერძო ავიაკომპანია ემსახურება. უკანასკნელი ავიაკატასტროფა ნიგერიაში 1996 წლის ნოემბერში მოხდა, როცა პორტ ჰარკუტიდან ლაგოსში მიმავალი ”ბოინგ 727” ჩამოვარდა, რის შედეგად მასში მყოფი 142-ვე მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG